ონლაინ სესხი

სასწრაფოდ დაგჭირდათ თანხა?

ისარგებლეთ ვითიბი ბანკის Online Credit-ით, შეავსეთ განაცხადი და მიიღეთ 300 ლარამდე სესხი ზუსტად 5 წამში, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

  • სესხის მინიმალური თანხა
    50 ლარი
  • სესხის მაქსიმალური თანხა
    300 ლარი
  • სესხის ვადა
    30 დღე (ავტომატური პროლონგაციით)
  • სესხის ვალუტა
    ლარი
  • სესხის გაცემის საკომისიო
    5.5%

კრედიტის მისაღებად შეგიძლიათ ისარგებლოთ ასევე შემდეგი საშუალებებით:

Online Credit-ით სარგებლობის უპირატესობები:

  • ყველაზე სწრაფი და მარტივი დაკრედიტების სერვისი;
  • დამატებითი ფულადი სახსრები მაშინ, როცა თქვენ ეს გჭირდებათ;
  • სესხით სარგებლობას შეძლებთ განაცხადის გაგზავნიდან 5 წამში;
  • სესხით სარგებლობას შეძლებთ 24 საათის განმავლობაში, კვირის ნებისმიერ დღეს ბანკში მოუსვლელად;

სესხი 5 წამში

ისარგებლეთ ვითიბი ბანკის Online Credit-ით, შეავსეთ განაცხადი და მიიღეთ 300 ლარამდე სესხი ზუსტად 5 წამში, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

თქვენი განაცხადი მიღებულია!

პასუხს მიიღებთ სმს-ის მეშვეობით რამოდენიმე წამში.

გმადლობთ, რომ სარგებლობთ VTB ბანკის მომსახურეობით!

Online Credit - SMS

1. ბანკის სმს ნომერზე (1505 ან 91555) ხდება შემდეგი ინფორმაციის გაგზავნა:
O (online credit), პირადი ნომერი, ბარათის ბოლო 5 ციფრი და თანხა.

2. აღნიშნული ინფორმაციის გამოყოფა ერთმანეთისგან ხდება ნებისმიერი სიმბოლოთი (*, #, მძიმე, წერტილი, space და ა.შ.).
მაგ: O,12345678910,12345,500

დაუშვებელია 2 სიმბოლოს ერთდროულად გამოყენება (მაგ: მძიმე და space)

3. სმს-ის გაგზავნით მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო "Online კრედიტის" პირობებს, რომელიც განთავსებულია ბანკის საიტზე და პირობები მისაღებია

სმს-ის გაგზავნით ხდება განაცხადის რეგისტრაცია

გადაწყვეტილებას შეიტყობთ 5 წამში სმს-ის საშუალებით

ნოვას ტერმინალები

ისარგებლეთ Online Credit-ით ნოვა ტექნოლოჯის სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით

  • აპარატის ეკრანზე კატეგორია "ბანკებიდან" აირჩიეთ "ვითიბი ბანკი".
  • შემდეგ გადადით Online Credit-ის გვერდზე და მიჰყევით ინსტრუქციას.
  • ისარგებლოთ Online Credit-ით.
    გააკეთოთ მინიმალური შენატანი.
    დაფარეთ სესხის ლიმიტი.
  • მიუთითეთ პირადი ნომერი.
  • მიუთითეთ სახელფასო ბარათის ბოლო 5 ციფრი.
  • გადაამოწმეთ პირადი მონაცემები.
  • შეიყვანეთ მობილურის ნომერი, რომელზეც მიიღებთ შეტყობინებას.
  • აირჩიეთ სესხის სასურველი თანხა 50 ლარიდან 300 ლარის ჩათვლით.
  • პასუხს, კრედიტის დამტკიცების შესახებ მიიღებთ ზუსტად 5 წამში SMS შეტყობინების საშუალებით.

ბანკის ქოლ ცენტრი

ისარგებლეთ Online Credit-ით სახლიდან გაუსვლელად, 24 საათის განმავლობაში. დარეკეთ ვითიბი ბანკის ქოლ ცენტრში, ნომერზე 2 24 24 24 და ბანკის თანამშრომელი ტელეფონის მეშვეობით შეგივსებთ განაცხადს.

განაცხადის შესავსებად საჭიროა შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • კლიენტის პირადი ნომერი
  • სახელფასო ბარათის ბოლო 5 ციფრი
  • მობილური ტელეფონის ნომერი
  • სესხის სასურველი თანხა (50 ლარიდან 300 ლარის ჩათვლით)

პასუხს, კრედიტის დამტკიცების შესახებ მიიღებთ ზუსტად 5 წამში SMS შეტყობინების საშუალებით.